რუსული მხარის შეტევამ ოდესაში მდებარე პორტებში თურქეთის საკუთრებაში არსებული სამი გემი დააზიანა. ამის შესახებ უკრაინის საზღვაო ძალების წარმომადგენელმა „როიტერს“ განუცხადა. თავდასხმას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი, რომელმაც აღნიშნა, რომ იერიშებს არანაირი სამხედრო მიზანი არ ჰქონდა. მისივე თქმით, ასეთ გარემოებებში მნიშვნელოვანია, რომ მსოფლიომ შეინარჩუნოს სწორი მორალური პოზიცია. მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ. როგორც თურქეთის საგარეო უწყების განცხადებაშია აღნიშნული, ჩორნომორსკის პორტზე განხორციელებული შეტევა ადასტურებს აქამდე გამოთქმულ შეშფოთებას, რომ რეგიონში მიმდინარე ომი ვრცელდება შავ ზღვაზე, ასევე საფრთხეს უქმნის საზღვაო ნავიგაციის უსაფრთხოებას.
