აშშ-ის პრეზიდენტის დონალდ ტრამპის განცხადებით, ტაილანდი და კამბოჯა ცეცხლის შეწყვეტასა და კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარებაზე შეთანხმდნენ. აშშ-ის პრეზიდენტი აღნიშნავს, რომ ბომბის აფეთქება, რომელსაც ტაილანდელი სამხედროების სიცოცხლე შეეწირა შემთხვევითი იყო და ტაილანდმა ამ შემთხვევას მკაცრად უპასუხა. „ორივე ქვეყანა მზადაა მშვიდობისთვის და ამერიკის შეერთებულ შტატებთან ვაჭრობის გასაგრძელებლად’’ – წერს ტრამპი.
