აშშ-მა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა

13 დეკემბერი 2025, 19:45 107 ნახვა

აშშ-მა ბელარუსულ კალიუმზე დაწესებული სანქციები მოხსნა, – ამის შესახებ ბელარუსის საკითხებში აშშ-ის სპეციალურმა წარმომადგენელმა, ჯონ კოულმა განაცხადა. როგორც ადგილობრივი მედია წერს, ალექსანდრ ლუკაშენკოსა და აშშ-ის სპეციალურ წარმომადგენელს შორის ორდღიანი მოლაპარაკებები გაიმართა, რის შემდეგაც კოულმა განაცხადა, რომ აშშ ბელარუსულ კალიუმზე სანქციებს ხსნის.მისივე თქმით, აშშ-ის მიერ დაწესებულ სხვა სანქციებზე დისკუსიები გაგრძელდება.
ამასთან, კოულმა თქვა, რომ ბელარუსის პრეზიდენტისგან უკრაინაში კონფლიქტის მოგვარების შესახებ კარგი რჩევები მოისმინა. ამასთან, ალექსანდრ ლუკაშენკომ დონალდ ტრამპთან მიღწეული შეთანხმებების ფარგლებში 123 უცხო ქვეყნის მოქალაქე შეიწყალა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ბელარუსის ლიდერის პრესსამსახური ავრცელებს. ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ლუკაშენკომ გადაწყვეტილება აშშ-ის პრეზიდენტის თხოვნით მიიღო.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი