ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა შეზღუდულია

13 დეკემბერი 2025, 20:19 239 ნახვა

რთული მეტეოროლოგიური პირობების (ქარბუქი და შეზღუდული ხილვადობა) გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ბათუმი(ანგისა)-ახალციხის საავტომობილო გზის კმ103-კმ118 (კურორტი გოდერძი-უტყისუბანი) მონაკვეთზე იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

ინფორმაციას საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

მათივე ცნობით  ამავე საავტომობილო გზის კმ90-კმ103 მონაკვეთზე დასაშვებია, მხოლოდ მაღალი გამავლობის (ორი და მეტი წამყვანი ხიდის მქონე) ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა შეზღუდულია

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დილის ტალღა

პოპულარული

ამინდი