ჯარიმა უნებართვო მშენებლობისთვის

03 ივნისი 2017, 00:00 3787 ნახვა

ქართველ მუსლიმებს აჭარის მთავრობა ალტერნატიულ წინადადებას შესთავაზებს. საუბარია ქალაქში ახალი მეჩეთის მშენებლობაზე. უკვე ცნობილია, რომ საკითხის მოსაგვარებლად კიდევ ერთი სამუშაო ჯგუფი შეიქმნება, თუმცა უცნობია როდის გაიმართება პირველი შეხვედრა.

მასში მთავრობისა და მესამე სექტორის წარმომადგენლები, ასევე მრევლი ჩაერთვებიან. ვიდრე ხელისუფლება მორწმუნეების მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ,,ბათუმში ახალი მეჩეთის მშენებლობის” ფონდმა  გენერალ აბაშიძის ქუჩაზე, სადაც ახალი სალოცავის მშენებლობაზე მერიამ უარი განაცხადა, დროებით   ხის კონსტრუქცია განათავსა.  ამისთვის ფონდი დაჯარიმდა. 

გიორგი წეროძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში