ბათუმის მიწისქვეშა კომუნიკაციების ზუსტი გეგმა არ აქვს

04 ივნისი 2017, 00:00 3455 ნახვა

ბუნებრივი აირი რეგიონის მოსახლეობის ნაწილს გუშინ შეუწყდა. იგივე მოხდა გასული წლის დაახლოებით ამ პერიოდში, ირკვევა, რომ ამჯერად გაზის შეწყვეტა ავარიულ შემთხვევას უკავშირდება, რაც ერთ-ერთ მშენებელ კომპანიას ბრალდება.

ჯივი ფაიფერ გზის” წარმომადგენელის ინფორმაციით, გაზის ცენტრალური მილი იმის გამო დაზიანდა, რომ “სოკარმა” მიწისქვეშა კომუნიკაციების არასწორი კოორდინატები მიაწოდა. “სოკარ ჯორჯია გაზის” წარმომადგენელი, კი აღნიშნულს ვერ განმარტავს, რადგან ამბობს, რომ მილის დაზიანება უქმე დღეს მოხდა და ამის გამო ინფორმაციის დაზუსტდებას ვერ  ახერხებს. არასწორ მიწისქვეშა კორდინატებთან დაკავშირებულ  პრობლემებს მერიაც ადასტურებს.

ამ დროისთვის ბუნებრივი აირის მიწოდება 48 ათას აბონენტს აღუდგა.  დარჩენილია 5 500 ოჯახი, სარფის, ჯავახიშვილის და ტაბიძის მიმართულებით, რომელსაც გაზი ხვალ დღის ბოლომდე მიეწოდება. 

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში