მოგერინის ოფისის განცხადება

05 ივნისი 2017, 00:00 2023 ნახვა

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობა საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის განცხადებას ავრცელებს.

ფედერიკა მოგერინის ოფისი, ჟურნალისტის აფგან მუხთარლის საქმის, სწრაფ, სიღრმისეულ და გამჭვირვალე გამოძიებას მოითხოვს. “მივესალმებით ამგვარი გამოძიების დაწყებას საქართველოში, რის შესახებაც ქვეყნის ხელისუფლებამ განაცხადა. აზერბაიჯანმა სასწრაფოდ უნდა გადახედოს ყველა იმ დაპატიმრებული პირის საქმეს, სადაც პატიმრობა ადამიანის ძირითადი უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების განხორციელებას უკავშირდება და დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს ყველა ეს ადამიანი აზერბაიჯანის მიერ აღებული საერთაშორისო ვალდებულებების შესაბამისად. მოველით, რომ დაცული იქნება კანონის მოთხოვნები და სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებები, ასევე, უზრუნველყოფილი იქნება უცხო ქვეყნის იმ მოქალაქეების უფლებები, რომლებიც ქვეყანაში კანონიერად ცხოვრობენ”,-ნათქვამია განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში