შეხვედრა საზღვარგარეთ წარგზავნილ პოლიციის ატაშეებთან

05 ივნისი 2017, 00:00 2061 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრი, უწყების  მიერ სხვადასხვა ქვეყანაში წარგზავნილ პოლიციის 12 ატაშეს შეხვდა და საგანგებო თათბირი გამართა.

ატაშეებმა მინისტრს გაწეული საქმიანობის შესახებ ანგარიში ჩააბარეს და დავალებები მიიღეს. შეხვედრაზე გიორგი მღებირშვილმა ხაზი გაუსვა ეფექტური საერთაშორისო საპოლიციო თანამშრომლობის განხორციელებისთვის პოლიციის ატაშეების ინსტიტუტის მნიშვნელობას. მისივე განცხადებით,  ვიზალიბერალიზაციის შემდგომ, ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებში წარგზავნილი ატაშეების როლი კიდევ უფრო გაიზარდა.

შს მინისტრმა მიმდინარე წლის აპრილის თვეში ევროპოლთან გაფორმებული ოპერატიული თანამშრომლობის შეთანხმების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

ამავე კატეგორიაში