დავით მამისეიშვილი მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ

05 ივნისი 2017, 00:00 4383 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებელი, დავით მამისეიშვილი, მამუკა ახვლედიანს მატყუარას და უზნეოს უწოდებს.  

ამის მიზეზად მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმეზე გაკეთებულ განცხადებას ასახელებს. საქმე ეხება 2015 წლის ნოემბერს, როდესაც დავით მამისეიშვილმა, სასტუმროს მფლობელის ზაზა ართმელაძის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობა გამოიყენა.

დავით მამისეიშვილის თქმით, მამუკა ახვლედიანისა და ბრალდებულის ზაზა ართმელაძის ოჯახების ახლობლობიდან გამომდინარე არ არის გამორიცხული, რომ მამუკა ახვლედიანმა, ართმელაძის ოჯახს გარკვეული გარანტიები მისცა, რომ მოსამართლე, დავით მამისეიშვილი ამ საქმეზე აღკვეთის სახით პატიმრობას არ გამოიყენებდა. მისივე თქმით, მამუკა ახვლედიანი პირადად დაუკავშირდა ამ საქმესთან დაკავშირებით. მამისეიშვილის თქმით, მან ახვლედიანს განუმარტა, რომ მასალები ჯერ სასამართლოში შესული არ იყო და ამიტომ არ იცოდა, რა გადაწყვეტილებას მიიღებდა.

ამავე კატეგორიაში