დატოვა თუ არა  თანამდებობა კახაბერ ბუხრაძემ?

05 ივნისი 2017, 00:00 5610 ნახვა

კახაბერ ბუხრაძემ შესაძლოა აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის პოზიციაზე აღარ იმუშაოს. გავრცელებულ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტროში, ამ დროისთვის არ ადასტურებენ. ჩვენი ინფორმაციით კი ოფიციალური ბრძანება ჯერ დაწერილი არ არის, თუმცა მას, როტაციის პრინციპით, სავარაუდოდ ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ქ. რუსთავის საქალაქო სამმართველოს უფროსი, ლევან მაისურაძე ჩაანაცვლებს. სად გადაიყვანენ ბუხრაძეს უცნობია, იგი ჩვენ სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.

11-12 მარტის აქციაზე, მონაწილეები ბუხრაძის გადადგომას მოითხოვდნენ, იმ დროს შინაგან საქმეთა მინისტრმა თქვა რომ ვერ ხედავს საკადრო ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას, თუმცა მას შემდეგ პოზიცია შეუცვალა ბუხრაძის მოადგილეს, გიგმლა მოსიძე ამჟამად ქედის პოლიციის უფროსის პოზიციაზე მუშაობს. კახაბერ ბუხრაძე შსს-ს აჭარის საპატრულო პოლიციის უფროსის პოზიციაზე 5 თვეა,  2017 წლის იანვრიდან მუშაობს.

ამავე კატეგორიაში