თვითმმართველის სტატუსი 5 ქალაქს ექნება 

05 ივნისი 2017, 00:00 3284 ნახვა

პარლამენტში უკვე ინიცირებულია საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც თვითმმართველი ქალაქების შემცირებას და 7 თვითმმართველი ქალაქისა და თემის გაერთიანებას ითვალისწინებს. კანონპროექტით, თვითმმართველი ქალაქების რაოდენობა 12-დან 5-მდე მცირდება. თვითმმართველი ქალაქის სტატუსი ექნება მხოლოდ თბილისს, რუსთავს, ქუთაისს, ფოთსა და ბათუმს. ამასთან დაკავშირებით ცვლილებები ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში და კიდევ 20 კანონში შედის. პროექტის ავტორი, საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროა.

ამავე კატეგორიაში