მიმართვა ბათუმის საკრებულოს

05 ივნისი 2017, 00:00 3687 ნახვა

“ახალგაზრდული ინიციატივა - მომავალი საქართველოსთვის“ ბათუმის  საკრებულოს 2007 წლის 30 იანვრის დადგენილების შესრულებისკენ მოუწოდებს, რომელიც გორგილაძის ქუჩაზე სატრანსპორტო გზის ცალმხრივ მოძრაობას ითვალისწინებს.   დოკუმენტი ქალაქში მიმდინარე ინფრაქტრუქტურული სამუშაოების გამო ხუთი წლის შემდეგ, 2011 წლის 21 ივნისის დადგენილებით,  დროებით შეჩერდა და აღნიშნულ ქუჩაზე მოძრაობა ორმხრივი გახდა.

ლაშა ადამია მიიჩნევს, რომ რუსთაველის ადმინისტრაციულ  ერთეულში ინფრასტრუქტურა მოწესრიგდა და შესაბამისად 1 წლის წინ მიღებული დადგენილება ძალაში უნდა შევიდეს, რაც საგზაო მოძრაობას გააუმჯობესებს.

ბათუმის საკრებულოს თავმჯდომარის განცხადებით,  აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომისია უკვე შექმნილია და გადაწყვეტილებას უახლოეს მომავალში მიიღებენ.

ამავე კატეგორიაში