დავით მამისეიშვილი მამუკა ახვლედიანის წინააღმდეგ

05 ივნისი 2017, 00:00 3009 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე, დავით მამისეიშვილი, მამუკა ახვლედიანს მატყუარას უწოდებს.  ამის მიზეზად მამისეიშვილი თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მიერ, ერთ-ერთ სატელევიზიო გადაცემაში, ქობულეთში დამწვარი სასტუმროს საქმეზე გაკეთებულ განცხადებას ასახელებს, რომლის თანახმადაც მამისეიშვილი ოჯახზე ზეწოლას ახდენდა და 2015 წლის ნოემბერში, სასტუმროს მფლობელის ზაზა ართმელაძის მიმართ აღკვეთის სახით პატიმრობა ამის გამო გამოიყენა. მამისეიშვილის თქმით, მამუკა ახვლედიანი პირადად დაუკავშირდა ამ საქმესთან დაკავშირებით და არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება სთხოვა.

მამისეიშვილის განცხადებას,  თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გამოეხმაურა. მამუკა ახვლედიანმა “ინტერპრესნიუსთან” განაცხადა, რომ თუ მან ზაზა ართმელაძის მიმართ არასაპატიმრო აღკვეთი ღონისძიების შეფარდება მოითხოვა, ამის შესახებ განცხადება მამისეიშვილს მაშინვე უნდა გაეკეთებინა. “მთავარმა” გავრცელებულ განცხადებებთან დაკავშირებით  გარდაცვლილი ზაზა ართმელაძის ოჯახი ჩაწერა. 

ამავე კატეგორიაში