აფგან მუხთარლის ოჯახს დაცვა დაენიშნა

05 ივნისი 2017, 00:00 2833 ნახვა

ჟურნალისტებს არ შეხვდა და არც კითხვებს უპასუხა – ეს ირაკლი კობახიძეა. პარლამენტის თავმჯდომარესთან ჟურნალისტები რამდენიმე დღეა შეხვედრას ითხოვენ, თუმცა უშედეგოდ. საქართველოს ხელისუფლებისგან განსხვავებით მედიის წარმომადეგნლებს დღეს დიპლომატიური კორპუსიდან, იანუშ ჰერმანი შეხვდა.

მუხთარლის მეუღლე ლეილა მუსტაფაევა უარს ამბობს შეთავაზებულ საქართველოს მოქალაქეობაზე და აცხადებს, რომ თუ ხელისუფლებას მათი დახმარება სურს, მოქალაქეობა არა მას, არამედ მუხთარლის უნდა შესთავაზოს. მუსტაფაევას დღეს სახელმწიფო დაცვა დაენიშნა. პარალელურად, ჟურნალისტის ადვოკატი მოითხოვს, რომ საქმე პოლიციის ნაცვლად პროკურატურამ გამოიძიოს. 

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში