შეფერხება ხის გადატანის გამო

07 ივნისი 2017, 00:00 2793 ნახვა

გუშინ ხის ტრანსპორტირებას, რა დროსაც “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები დააკავეს სამუშაოებს კომპანია “ზიმო” ასრულებდა. კომპანიაში ამბობენ, რომ რამდენიმე საათით იყო შეფერხებული მოძრაობა, რისი ნებართვაც მათ ჰქონდათ. აღნიშნული დოკუმენტი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრებს წარუდგინეს. კომპანია უახლოესს მომავალში კიდევ 6 ხის ტრანსპორტირებას გეგმავს.

ამავე კატეგორიაში