სანაპირო ზოლში მზიანი ამინდები იქნება

08 ივნისი 2017, 00:00 4505 ნახვა

ფოტო: კობა ფარტენაძე 

9 ივნისს, საქართველოს მთელს ტერიტორიაზე, ტემპერატურა მკვეთრად მოიმატებს და მზიანი ამინდია მოსალოდნელი. 10 ივნისს კი, დღის მეორე ნახევრიდან, მოსალოდნელია ამინდის შეცვლა..წვიმა, ზოგან ძლიერი.

ორი დღის განმავლობაში, ბათუმში - უმეტესად მცირე მოღრუბლულობა (მზიანი ამინდი) უნალექოდ. ცვალებადი მიმართულების ქარი 9-14 მეტრი წამში. ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18, დღისით +29

ხულო- პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +13 დღისით +26

შუახევი- დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა:ღამით +15 დღისით +28

ქედა - უმეტესად მცირე მოღრუბლულობა (მზიანი ამინდი) უნალექოდ. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ,ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +29.

ხელვაჩაური - დროგამოშვებით ღრუბლიანობის მომატება. უმეტესად უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +18 დღისით +26

ქობულეთი - პერიოდულად ღრუბლიანობის მომატება. უნალექოდ. სამხრეთ-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ჰაერის ტემპერატურა: ღამით +17 დღისით +28.

კობა ფარტენაძე
მეტეოროლოგი/წამყვანი

ამავე კატეგორიაში