შეხვედრა მკლავჭიდში ევროპის ჩემპიონებთან

02 ივნისი 2016, 00:00 4550 ნახვა

რუმინეთის დედაქალაქში მკლავჭიდში, ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრებმა მარინა ფუტკარაძემ და ლევან პოღოსიანმა ოქროს მედლები მოიპოვეს. მარინა ფუტკარაძემ ფინალურ შეხვედრაში გასული წლის, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონს რუმინელ ბლინდ ჟონას სძლია და ორივე მკლავში ოქროს მედალი მოიპოვა, ხოლო ლევან პოღოსიანმა გასული წლის მსოფლიოსა და ევროპოს ჩემპიონებთან ბალაუს რუსლანსა და მარჩენკო მარსინთან ფინალური შეხვედრა მარცხენა მკლავში ოქროს მედლის და მარცხენა მკლავში ვერცხლის მედლის მოპოვებით დაასრულა. სპორტსმენებს დღეს წარმატება აჭარის სპორტის და ახალგაზრდულ საქმეთა დეპარტამენტში მიულოცეს. უწყება მათ პროგრამის -„სპორტის ხელშეწყობის“ ფარგლებში ერთჯერად ფულად ჯილდოს გადასცემს..

ამავე კატეგორიაში