ბათუმსა და ქობულეთში კულტურულ მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდება

08 ივნისი 2017, 00:00 4501 ნახვა

ფოტო: შოთა გუჯაბიძე

ბათუმსა და ქობულეთში  კულტურულ მემკვიდრეობის 7 ძეგლს რესტავრაცია ჩაუტარდება. ინფორმაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ავრცელებს. მისი ხელმძღვანელის, ლაშა ასლანიშვილის განმარტებით, 6 ძეგლის რესტავრაცია ბათუმში იგეგმება, ხოლო ერთი ძეგლის "ეფენდიევის ვილის" რესტავრაცია ქობულეთში.

"სარესტავრაციოდ ყველაზე ძველი შენობები შეირჩა, ამ შენობების გამოვლენა, 2015 წელს, "გეოგრაფიკის" მიერ, ძეგლების ინვენტარიზაციის ჩატარების შემდეგ გახდა შესაძლებელი" - განაცხადა ასლანიშვილმა.

სააგენტოს ინფორმაციით, სარესტავრაციო პროექტებზე მუშაობა შემოდგომამდე დასრულდება და  ბიუჯეტიდან 229 ათასი ლარი დაიხარჯება. პროექტების დამტკიცების შემდეგ  დაიწყება ძეგლებზე სარესტავრაციო სამუშაოები. 

ბათუმში რესტავრაცია ჩაუტარდება - დემეტრე თავდადებულის  N35 ნომერში მდებარე შენობას. ასევე, მაზნიაშვილის - N6-ში,  მ. აბაშიძის - N15-ში, ზუბალაშვილის -N38-ში, კომახიძის - N4-ში, ჟორდანიას  - N14-სა და  ვ. გორგასლის - N24 მდებარე ნაგებობებს. 

განახლებული: მთავარი 15 საათზე

 

 

თამუნა გაზდელიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში