ენმ დეპუტატებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებებში უნებართვოდ შესვლის უფლებას ითხოვს

08 ივნისი 2017, 00:00 2870 ნახვა

''ერთიანი  ნაციონალური მოძრაობა'' აჭარის უმაღლესი საბჭოს წევრებისთვის პენიტენციალურ დაწესებულებებში უნებართვოდ შესვლის უფლებას ითხოვს. რეგიონის წარმომადგენლობითი ორგანოს ოპოზიციონერმა  დეპუტატებმა  ''პატიმრობის კოდექსში ცვლილებებისა და დამატების შესახებ'' კანონპროექტი მოამზადეს და აჭარის უმაღლეს საბჭოს განსახილველად წარუდგინეს.

საკანონმდებლო ცვლილებების ერთ-ერთი ინიციატორის, გია აბულაძის განცხადებით, პენიტენციალური სისტემიდან წერილების  რაოდენობა რეგიონის წარმომადგენლობით ორგანოში იზრდება, თუმცა კანონით საჭირო სპეციალური ნებართვის გამო მათზე დროული რეაგირება ვერ ხერხდება. აბულაძე ამბობს, რომ საკითხზე უფლებამოსილება არ აქვს ისეთ კომისიას აჭარის უმაღლეს საბჭოში,  რომელიც სწორედ ადამიანის უფლებების დაცვაზეა ორიენტირებული.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში