''მთავარში'' ცხრა საათზე ნახავთ

08 ივნისი 2017, 00:00 2726 ნახვა

თემები, რომლებზეც მთავარის გუნდი ამ წუთებშიც მუშაობს და ვრცლად 9 საათზე ნახავთ.

ათობით ათასი ამერიკული დოლარის ღირებულების მანქანები საჩუქრად აჭარის მთავრობას და უმაღლეს საბჭოს. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ოპოზიციონერი დეპუტატი ხელისუფლებას ავტომობილებს ჩუქნის. ზაზა ოქუაშვილს – ჩუქებით, ხელისუფლებას კი, საჩუქრების მიღებით კანონი არ დაურღვევია, თუმცა ფაქტი ეჭვს იწვევს მესამე სექტორში.

ბათუმი ტურისტული სეზონის გახსნისთვის ემზადება. რა მდგომარეობაში დახვდებათ ზღვაზე დასვენების მოყვარულებს წელს პლაჟი? საპლაჟო ინფრასტრუქტურის შესახებ გიორგი წეროძე მოგვყვება მთავარში 9-ზე.

კვლავ ტურიზმთან დაკავშირებული თემა - საპატრულო პოლიციის კეთილგანწობის იმედად დარჩენილი კომპანიები, რომლებსაც ქალაქში ტურისტები შემოჰყავთ - ტუროპერატორები ავტობუსების გაჩერებისთვის ადგილების სიმცირეს უჩივიან. ვრცლად გიამბობთ ნახევარ საათში.

შუახევში, კულტურის ცენტრის ახალმა უფროსმა ფოლკლორის განყოფილება გააუქმა. როგორ ხსნის მაკა მაკარაძე  გადაწყვეტილებას და რა გამოხმაურება მოჰყვა ფაქტს? ვრცლად ნახეთ მთავარში 9-ზე.

ეს და სხვა ამბები, ნახეთ მთავარში 9-ზე.

ამავე კატეგორიაში