ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის კვლევა 

09 ივნისი 2017, 00:00 1959 ნახვა

363  ჯერ დაირღვა ოკუპირებულ ტერიტორიაზე შესვლის წესი უცხო ქვეყნის მოქალაქის მიერ. ამის შესახებ თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი ახალ კვლევაში წერს. დოკუმენტში ერთ-ერთ მაგალითად იური ლუჟკოვის საქართველოში ვიზიტია მოყვანილი. ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ ბოლოდროინდელმა მოვლენებმა გააჩინა კითხვები, თუ რამდენად ეფექტურად სრულდება კანონი ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ.

კვლევაში ასევე საუბარია სტატისტიკაზე, რომელიც თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა შინაგან საქმეთა სამინისტროდან გამოითხოვა. მასში  აღნიშნულია, რომ უწყებამ მათ არ მიაწოდა ინფორმაცია თუ რამდენი პირი დააკავეს  ან რამდენ პირს აეკრძალა ქვეყანაში შემოსვლა კანონის დარღვევის გამო ბოლო 7 წელიწადში. 

ამავე კატეგორიაში