უფლებადამცველი უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვას გამოეხმაურა

09 ივნისი 2017, 00:00 2676 ნახვა

უფლებადამცველი თამაზ ბაკურიძე უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე მიწის გასხვისების აკრძალვის თემას გამოეხმაურა. მისი განცხადებით, კონსტიტუციაში შესატან ცვლილებებში მკაფიოდ უნდა იყოს ასახული ქართული მიწის გასხვისებისგან მომდინარე საფრთხის თავიდან აცილების მექანიზმი.

ბაკურიძის თქმით მეზობელი სახელმწიფოები ქართული ტერიტორიების მიმართ თავიანთ რეაქციულ ზრახვებს არ მალავენ. მისი მტკიცებით აჭარის რეგიონში იკვეთება თურქეთის რესპუბლიკის ინტერესები და  თუ მათ მიწის შეძენის საშუალება მიეცემათ, ეს ქმნის ქართული ტერიტორიების ნებაყოფლობითი ანექსიის შესაძლებლობას.

ამავე კატეგორიაში