რაში  იხარჯება 200 ათასი ლარი  მერიის ბიუჯეტიდან?

09 ივნისი 2017, 00:00 2325 ნახვა

200 ათასი ლარი მიუსაფარი ცხოველების მოვლა-პატრონობისთვის – ამ თანხას დახარჯავს, მერიის ბიუჯეტიდან, კომპანია, რომელმაც ელექტრონულ ტენდერში გაიმარჯვა. პირობები საჭიროების შემთხვევაში ევთანაზიას და ქალაქიდან, სხვადასხვა მიზეზით გარდაცვლილი ცხოველების დროულ გაყვანას ითვალისწინებს. კომპანიამ, კვალიფიციური ვეტერინარების დახმარებით ძაღლებისა და კატების პოპულაციაც უნდა დაარეგულიროს, იზრუნოს მათ დროებით თავშესაფარსა და კვებაზე. როგორ ასრულებს გამარჯვებული კომპანია პირობებს?

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში