ფიცის დადების ცერემონიალი

10 ივნისი 2017, 00:00 2225 ნახვა

შეიარაღებულ ძალებს 132 წვევამდელი შეემატა. პირველი ქვეითი ბრიგადის საშტაბო ასეულის სამხედრო მოსამსახურეებმა ფიცი გორის ციხეზე დადეს.

კურსის განმავლობაში რეკრუტებმა საცეცხლეს მომზადების, სადისციპლინო წესდების, ტაქტიკისა და პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენის უნარ-ჩვევები განავითარეს. დღეიდან ახალწვეულები პირველ ქვეით ბრიგადაში ცხრა თვე იმსახურებენ და ახალი სისტემით ისარგებლებენ.

ამავე კატეგორიაში