თემურ ფაღავა დღეს დაკრძალეს

10 ივნისი 2017, 00:00 7807 ნახვა

62 წლის ასაკში აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიური ანსამბლის სოლისტი თემურ ფაღავა გარდაიცვალა. სახალხო არტისტი დღეს ანსამბლის შენობიდან გამოასვენეს.

ცნობილი ქორეოგრაფი არა ერთი ჯილდოს, მადლობისა და საპატიო სიგელის მფლობელი იყო. თემურ ფაღავა 2014 წლიდან დღემდე აჭარის სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო აკადემიურ ანსამბლში მოცეკვავე - მსახიობად მუშაობდა, პარალელურად ქართულ ცეკვას ქორეოგრაფიულ ჯგუფ "შევარდენში" ასწავლიდა. მოცეკვავეები “განდაგანის” შესრულების მის გამორჩეულ ხელწერაზე საუბრობენ. 

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში