პატრიარქის პირადი დაცვის შემადგენლობა შეიცვალა

10 ივნისი 2017, 00:00 3115 ნახვა

საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქის პირადი დაცვა შეიცვალა. ცვლილებას ,,მთავართან" საუბარში, საქართველოს პატრიარქის მდივანი, მიქაელ ბოტკოველი ადასტურებს.

მამა მიქაელის თქმით, ილია მეორეს დაცვა სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურს ექვემდებარება, ამიტომ როტაციის პრინციპით დაცვის წევრების შეცვლა უცხო არ არის. 5 ივნისიდან პატრიარქის დაცვის სამსახურს, ვანო კობაიძე ხელმძღვანელობს, მანამდე კი პატრიარქის უსაფრთხოებაზე ზურაბ ბუჩუკური ზრუნავდა, რომელმაც სოსო ოხანაშვილი ჩაანაცვლა. 

ამავე კატეგორიაში