ბათუმის ბულვარში ნაგვის დაყრაზე სანქციები მკაცრდება

12 ივნისი 2017, 00:00 3644 ნახვა

საზღვაო სეზონის დაწყებასთან ერთად, ბათუმის ბულვარში საჯარიმო სანქციები მკაცრდება. "ბულვარსა და სანაპირო ზოლზე საყოფაცხოვრებო ნარჩენების დატოვებისთვის ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს მონიტორინგის სამსახური დააჯარიმებს" - ინფორმაციას ბათუმის ბულვარის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ინფორმაციით, მონიტორინგის სამსახურის წევრები სანაპირო ზოლსა და ბულვარის ტერიტორიაზე მონიტორინგის დილის 9 საათიდან დაიწყებენ და ღამის 12 საათამდე გაგრძელდება მორიგეობა. მონიტორინგის სამსახური იმ ტერიტორიასაც გააკონტროლებს, რომელიც იჯარით არის გაცემული და ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში იურიდიული პირებიც დაჯარიმდებიან. 

მონიტორინგს 9 კაციანი ჯგუფი აწარმოებს,რომლებიც ბულვარის ადმინისტრაციის მუდმივი თანამშრომლები არიან.  

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ამ დროისთვის 5 საჯარიმო ქვითარია ამოწერილი, რომელიც საზოგადოებრივი ადგილების თვითნებური შეზღუდვას გულისხმობს. ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ნებართვის გარეშე ფიზიკურ პირებს ველოსიპედები ყავდათ განთავსებული ბულვარის ტერიტორიაზე. 

ასევე, დაჯარიმდა ერთი იურიდიული პირი 1000 ლარით, რომელმაც სანაპირო ზოლში, პიერ-ბათუმთან, სამშენებლო ნარჩენები დატოვა. 

ბულვარის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ ტერიტორიაზე ჯარიმების შესახებ ინფორმაცია ტურისტებისთვის სპეციალურ დაფებზე რამდენიმე ენაზე განთავსდება. ამ ეტაპზე ტურისტების დაჯარიმების ფაქტები არ დაფიქსირებულა. 

სანაპირო ზოლში ან ბულვარის ტერიტორიაზე აგვის  დაყრა  კანონით იკრძალება:

2 კგ-მდე  ნარჩენით ტერიტორიის დანაგვიანება ჯარიმდება 80 ლარით.

2 კგ-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება -150 ლარია. იურდიული პიროსტვის კი  500 ლარიანი ჯარიმა.

1 მ3-ზე მეტი მოცულობის მუნიციპალური ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ფიზ.პირი-300 იურ.პირი-1000 ლ.

სამშენებლო მასალებისა და კონსტრუქციების დაყრა გამოიწვევს დაჯარიმებას ფიზ.პირის-200ლ. იურ.პირი-1000 ლ.​

ნაგვის დაყრის გარდა მონიტორინგის ჯგუფის წევრები ტერიტორიაზე ცხოველების გასეირნების წესს და სხვა ტიპის შეზღუდვების აღსრულებასაც გააკონტროლებენ: 

მაგალითად  გაკონტროლდება და დაჯარიმდება პირები, რომლებიც საზოგადოებრივი ადგილებს თვითნებურად შეზღუდავენ - გარევაჭრობა, ველოსიპედების გაქირავება და ა.შ ​ფიზ.პირი-500 ლ. იურ.პირი-2000 ლ. 
შინაური ცხოვრელის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება გამოიწვევს პირის დაჯარიმებას-50 ლარის ოდენობით.
ძაღლის საბმელის ან ალიკაპის გარეშე ყოლა გამოიწვევს მფლობელის გაფრთხილებას ან დაჯარიმებას -20 ლარის ოდენობით. იგივე ქმედება განმეორებით ჩადენილი -50 ლარის ოდენობით.
შინაური ცხოველის მიერ მწვანე ნარგავების დაზიანება ან/და განადგურება გამოიწვევს მესაკუთრის დაჯარიმებას -50 ლარის ოდენობით.

ამავე კატეგორიაში