სასამართლომ 11-12 მარტის მოვლენებისას დაკავებული 9 პირის საქმეზე იმსჯელა

12 ივნისი 2017, 00:00 4426 ნახვა

სასამართლომ, 11-12 მარტის მოვლენებზე ბრალდების მხარის 6 მოწმე დაკითხა დღეს, ბრალდების მხარის მხოლოდ 6 მოწმე დაიკითხა.

მოწმეები ის პირები არიან, ვინც გამოძიება აწარმოეს. მათ სასამართლოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობასა და მტკიცებულებების ავთენტურობაზე მიაწოდეს.

ბრალდების მხარემ სასამართლოს შუამდგომლობით მიმართა და მტკიცებულების სახით ჰაბიტოსკოპური ექსპერტიზის დასკვნის დამატება ითხოვა, რაც მოსამართლემ დააკმაყოფილა. ადვოკატები ამბობენ, რომ დღევანდელი პროცესი ფორმალურ ხასიათს ატარებდა და ამ სახის მტკიცებულებებით პროკურატურა ვერ შეძლებს იმ სიმძიმის ბრალის დამტკიცებას, რაც წინასწარ პატიმრობაში მყოფ პირებს აქვს წარდგენილი.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი ორი პირი, დაშლამდე 1 საათით ადრე მივიდა აქციაზე. გამოძიება, ძალიან მძიმე ბრალდებას უყენებს ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. იმედი მაქვს, რომ იმ მტკიცებულებებით, რომელიც ბრალდებას აქვს წარმოდგენილი, ჩვენ შევძლებთ უდანაშაულობის დამტკიცებას“,-აცხადებს, ორი დაკავებულის მანუჩარ კახიძისა და კახა მახარაძის უფლებადამცველი, ტურფა ნიკურაძე.

იგივე მოსაზრებას გამოთქვამენ სხვა ადვოკატებიც. მათივე ინფორმაციით, დღევანდელ პროცესზე წარმოდგენილი პირი არ მონაწილეობდა, მანქანებისა და სხვა ინფრასტრუქტურის განადგურებაში. ბრალდების მხარემ, დღევანდელის სხდომა, უკომენტაროდ დატოვა. სასამართლომ მომავალ სხდომებზე, კიდევ 250-ზე მეტი მოწმე უნდა დაკითხოს. ადვოკატები ვარაუდობენ, რომ პროცესი რამდენიმე თვე გაგრძელდება.

ამ დროისთვის წინასწარ პატიმრობაში, 20 ბრალდებულია. მათ გამოძიება, არეულობაში მონაწილეობასა და პოლიციისადმი წინააღმდეგობის გაწევას ედავება. ბრალდების დამტკიცების შემთხვევაში, დაკავებულებს 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.

 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში