''ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ'' კანონის კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოში

12 ივნისი 2017, 00:00 2531 ნახვა

,,ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ კანონის რიგი ნორმების კონსტიტუციურობაზე მსჯელობენ საკონსტიტუციო სასამართლოში. მოსარჩელე შპს „ჯორჯია მანგანეზიაა“, რომელიც სადაო ნორმის საფუძველზე  კვალიფიციურ საწარმოს წარმოადგენს. კანონის თანახმად კომპანია იხდის ელექტროენერგიის გარანტირებული სიმძლავრის საფასურს. სემეკის მიერ მიღებული დადგენილებით 2015 წელს შეიცვალა საფასურის გამოთვლის წესი და კომპანიას თვიური გადასახადი გაეზარდა.

შპს „ჯორჯია მანგანეზიას“, წარმომადგენელი მიიჩნევს, რომ აღნიშნულმა რეგულაციამ შესაძლოა კონკურენტუნარიანობის დაკარგვა და გაკოტრება გამოიწვიოს. 

ამავე კატეგორიაში