11-12 მარტის საქმეზე სასამართლო პროცესი გრძელდება

12 ივნისი 2017, 00:00 2417 ნახვა

დამწვარი, დამტვრეული  მანქანები, ჩამსხვრეული ფანჯრები, დაზიანებული ტროტუარები, შუქნიშანი, დაშავებული მოქალაქეები, თავდასხმა სახელმწიფო შენობაზე - 11-12 მარტის აქციიდან ზუსტად 3 თვე გავიდა - დაკავებულია 20 მოქალაქე, სასამართლოს მიერ დაკითხულია ამდენივე პოლიციელი.

მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილმა დღესაც ბრალდების მხარის მოწმეებს მოუსმინა. ამბობენ, რომ სულ 300 პირია დასაკითხი. ორგანიზებაში ბრალდებული პირების საქმის არსებითი განხილვა ჯერ არ დაწყებულა. 

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში