სად შეძლებენ ტურისტები კარვის გაშლას?

12 ივნისი 2017, 00:00 4607 ნახვა

პიკნიკი და კემპინგი - დასვენება ღია ცის ქვეშ. მთავარი ატრიბუტები: დასაკეცი სკამები, მაგიდები, კარვები, დასაგები პლედები და რაც მთავარია მწერებისგან დამცავი საშუალებები. სად არის აჭარაში ადგილები, რომლებიც სპეციალურად ამ ტიპის დასვენებისთვისაა გამოყოფილი? ზღვასთან ახლოს კარვით მოგზაურობის მოყვარულებისთვის ადგილს მახინჯაურში გამოყოფენ.

პლედების და კარვების გაშლა აკრძალულია ბულვარში. პიკნიკი რეგიონში ძირითადად სამთო ტურიზმთანაა დაკავშირებული, შესაბამისად სპეციალური ადგილები მუნიციპალიტეტებშია გამოყოფილი. რა რეკომენდაციები აქვთ სპეციალისტებს და როგორ აპირებს აჭარის მთავრობა ამ მიმართულების განვითარებას?

ქეთევან კაცაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში