ორი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან 

13 ივნისი 2017, 00:00 3288 ნახვა

ორი წელი 13 ივნისის ტრაგედიიდან. 21 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა თბილისში, ვერეს ხეობაში მომხდარ სტიქიას. ორი კი ამ დრომდე უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.

ბუნებრივი კატასტროფის შედეგად 1000-ზე მეტ ადამიანი, სულ  250-მდე ოჯახი დაზარალდა.  დაზიანდა ქალაქის ინფრასტრუქტურა, კერძოდ  ზიანი მიადგა ვერეს ხეობაში მდებარე ხიდებსა და გვირაბებს. სტიქიამ დააზიანა თამარაშვილი-გმირთა მოედნის და ლაგუნა ვერეს მიმდებარე ტერიტორია, დაზიანდა ახალდაბა-წყნეთისა და კოჯორი-სამადლოს დამაკავშირებელ გზებიც. სტიქიის ზონებში განადგურდა საკომუნიკაციო სისტემები და დაზიანდა საყრდენი კედლები.

ასევე მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა სტიქიამ თბილისის ზოოპარკს. სტიქიამ ზოოპარკის უამრავი ბინადარი შეიწირა. გადარჩენილი ცხოველების ერთმა ნაწილმა კი ვოლიერებიდან გაქცევა მოახერხა.

ამავე კატეგორიაში