ხერთვისში ამტკიცებენ, რომ ელექტრი ხაზების მონტაჟს, მათ საკუთრებაში, უნებართვოდ აწარმოებენ

14 ივნისი 2017, 00:00 4116 ნახვა

ხელვაჩაურში, სოფელ ხერთვისში მოსახლეობის პროტესტი გრძელდება. როგორც ისინი ამბობენ, „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენლები,  მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზების მონტაჟს, კერძო საკუთრებაში, ნებართვის გარეშე აწარმოებენ. 

ადვოკატი რეზო შავაძე ამბობს, რომ კომპანია 4 ოჯახთან მიმართებაში, კერძო საკუთრების უფლებას არღვევს. მისივე ინფორმაციით, მაღალი ძაბვის სადენების  გაყვანისას, გაიჩეხა მოსახლეობის კერძო საკუთრებაში არსებულ ნაკვეთებზე, ათწლოვანი ნარგავები, მათ შორის წითელ წიგნში შეტანილი სახეობები. 

როგორც „სახელმწიფო ელექტროსისტემის“ წარმომადგენელმა, გუშინ ჩვენთან საუბრისას აღნიშნა, სოფელ ხერთვისის მოსახლეობასთან მოლაპარაკებები გრძელდება.

ამავე კატეგორიაში