სუვენირებით მოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ

15 ივნისი 2017, 00:00 3097 ნახვა

სუვენირებით მოვაჭრეები მერთან შეხვედრას ითხოვენ. დღეს მათ  თვითმმართველობის შენობასთან მორიგი აქცია გამართეს. მათი ინფორმაციით, გიორგი ერმაკოვი მოვაჭრეებს საბაგიროს მიმდებარე ტერიტორიაზე,  დამატებითი ჯიხურების განთავსებას დაჰპირდა. მერიამ 70 ჯიხური 22 მაისს აიღო, მათი ჩანაცვლება ახალი დიზაინის 25 სავაჭრო ობიექტით იგეგმება. მერიის გადაწყვეტილებით, თითოეულ ჯიხურში ორ-ორი მოვაჭრე უნდა განთავსდეს, რასაც აქციის მონაწილეები აპროტესტებენ. მერი აქციის მონაწილეებთან შეხვედრას არ აპირებს. უწყებაში არც სატელევიზიო კომენტარს აკეთებენ.

ამავე კატეგორიაში