უცხოელი ჟურნალისტების პრესტური აჭარაში

15 ივნისი 2017, 00:00 3024 ნახვა

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით რეგიონში გერმანელი ჟურნალისტები იმყოფებიან. ბეჭდური, ონლაინ და რადიო გამოცემების წარმომადგენლები აჭარის შესახებ სტატიებსა და რეპორტაჟებს ამზადებენ. ჟურნალისტებმა მოინახულეს მტირალას ეროვნული პარკი, მთიანი აჭარა და რეგიონის საზღვაო ტურისტული პროდუქტები.

გერმანიაში აჭარის რეკლამირება წელს პირველად დაიწყო, რაც ბერლინში, დორტმუნდსა და მიუნხენში გარე რეკლამას და აქტიურ ონლაინ რეკლამას ითვალისწინებს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი წლის ბოლომდე 16 სამიზნე ქვეყნიდან ჯამში 32 პრეს და ინფოტურის ორგანიზებას გეგმავს. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი გერმანიიდან პრესტურს პირველად მასპინძლობს.

ამავე კატეგორიაში