ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს

15 ივნისი 2017, 00:00 1607 ნახვა

ევროპარლამენტის წევრთა ნაწილი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეზე მომზადებული რეზოლიციის პროექტის კენჭისყრის გადადებას ითხოვს.  შესაბამისი მოთხოვნა ევროპარლამენტის პლენარულ სხდომაზე ნორიკა ნიკოლაიმ დააყენა. ევროპარლამენტი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით მსჯელობს. განხილვა ევროპარლამენტში ცოტა ხნის წინ დაიწყო.  

ევროპარლამენტი აფგან მუხთარლის საკითხთან დაკავშირებით რეზოლუციის პროექტსაც უყრის კენჭს, თუმცა იქამდე აზერბაიჯანელი ჟურნალისტის დაკავების თემაზე ევროპარლამენტის 17 წევრის სიტყვით გამოსვლაა დაგეგმილი. რაც შეეხება უშუალოდ რეზოლუციას, პროექტის სახელწოდებაა „მუხთარლის საქმე და აზერბაიჯანში მედიის მდგომარეობა“ და მასში „ევროპარლამენტი გამოთქვამს სერიოზულ აღშფოთებას აფგან მუხთარლის საქართველოში შესაძლო გატაცებასთან და აზერბაიჯანში მის უკანონო გადაყვანასთან დაკავშირებით“ და აღნიშნულს „საერთაშორისო და ჰუმანიტარული სამართლის დარღვევად“ მიიჩნევს.

ამავე კატეგორიაში