სადავო საკუთრება

15 ივნისი 2017, 00:00 1677 ნახვა

 ადვოკატ პაატა შავაძეს ბათუმში, რუსთაველის 68 ნომერში მდებარე კომპლექსთან დაკავშირებით პრეტენზიები აქვს. მისი ინფორმაციით, ე. წ. “ლუჟკოვის სახლში” 6 ბინა უკანონოდ  გასხვისდა. კონკრეტულ საქმესთან დაკავშირებით, პაატა შავაძე  გიორგი კირთავარისა და ნადეჟდა პლატიცინას ინტერესების დამცველია. ადვოკატი ამბობს, რომ სასამართლოს სამივე ინსტანციის გადაწყვეტილების უარყოფით, ქონება 2011 წლიდან შპს “ბათუმი სითის” სახელზე უკანონოდაა რეგისტრირებული. საქმეს ბათუმის პოლიციის მეორე განყოფილება იძიებს. პაატა შავაძე საქართველოს მთავარ პროკურატურას საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებს. უწყებაში ამბობენ, რომ გამოძიებას შსს აწარმოებს. უწყებაში კი განმარტავენ, რომ საუბარია 2011 წელს განხორციელებულ ქმედებაზე, ამდენად, ინფორმაციის მისაღებად წერილობითი მოთხოვნაა საჭირო.

ამავე კატეგორიაში