ენმ - მაჭახლის ხეობას დაცული ტერიტორიების სტატუსი უნდა მოეხსნას

16 ივნისი 2017, 00:00 3519 ნახვა

''მაჭახლის ხეობას დაცული ტერიტორიების სტატუსი უნდა მოეხსნას''- ეს განცხადება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელმა მიშა ბოლქვაძემ გააკეთა. ხელვაჩაურის საკრებულოს წევრის თქმით, 2012 წელს დაგეგმილი იყო ხეობაში ინფრასტუქტურის მოწყობა, თუმცა მისივე მტკიცებით, მოქმედი მთავრობის პირობებში პროცესები შეჩერდა.

მიშა ბოლქვაძე ირწმუნება, რომ დაცული ტერიტორიის სტატუსით მოსახლეობა ზარალდება, რადგან საშეშე მასალას ვერ მოიპოვებენ, ტურისტული პოტენციალის ზრდისთვის კი ხეობა სათანადოდ აღჭურვილი არ არის. “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრის განცხადებაზე განმარტება რეგიონის პირველმა პირმა გააკეთა. ზურაბ პატარაძის განცხადებით, ამ მიმართულებით მუშაობა მიმდინარეობს.

ამავე კატეგორიაში