დებატები სტუდენტებს შორის 

16 ივნისი 2017, 00:00 2989 ნახვა

ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტში საჯარო დებატები გაიმართა. სტუდენტებმა კონსტიტუციის საკითხზე იმსჯელეს. განიხილეს ''უნდა იყოს თუ არა საზოგადოება კონსტიტუციის განხილვის პროცესში ჩართული''.

''დებატების ახალგაზრდული კლუბების ქსელის'' პროექტის მიზანი დებატების კულტურის პოპულარიზაცია და სხვადასხვა პრობლემაზე საჯარო დისკუსიის ფორმატში მსჯელობაა. საჯარო დებატების გარდა სტუდენტებისთვის ტრენინგებიც ჩატარდა. პროექტს პრეზიდენტის სარეზორვო ფონდის მხარდაჭერით ''საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი'' ახორციელებს. მასში სამი უმაღლესი სასწავლებელია ჩართული. 

ამავე კატეგორიაში