მედეა გვენეტაძე ალექსანდრე ჯეჯელავას ბრძანებას სასამართლოში გაასაჩივრებს

16 ივნისი 2017, 00:00 6065 ნახვა

ბათუმის პირველი საჯარო სკოლის უკვე ყოფილი დირექტორი მედეა გვენეტაძე გათავისუფლების შესახებ საქართველოს განათლების მინისტრის ბრძანებას გაასაჩივრებს. ბრძანება გვენეტაძეს დღეს ჩაბარდა.

ალექსანდრე ჯეჯელავას დირექტორის გათავისუფლების შუამდგომლობით 12 ივნისს ინგა შამილიშვილმა მიმართა. "მთავართან" საუბრისას აჭარის განათლების მინისტრი აცხადებს, რომ დირექტორის გათავისუფლების მოტივი აუდიტის დასკვნა გახდა. 

დირექტორისთვის  უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხზე სკოლის სამეურვეო საბჭომ 5 ივნისს იმსჯელა. საბჭომ აუდიტის დასკვნაში არსებული დარღვევები დირექტორის გათავისუფლების საფუძვლად არ მიიჩნია და გვენეტაძე თანამდებობაზე დატოვა.

საბჭოს  გადაწყვეტილება აჭარის განათლების სამინისტრომ საფუძველს მოკლებულად მიიჩნია და დირექტორის გათავისუფლების მოთხოვნით საქართველოს განათლების მინისტრს მიმართა. 

 

ჯენი კვანტალიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში