ბათუმის სამშობიარო სახლი 57 ათასი ლარით დაჯარიმდა

17 ივნისი 2017, 00:00 8647 ნახვა

ბათუმის სამშობიარო სახლი“ 57 ათასი ლარით დაჯარიმდა. გადაწყვეტილება ბათუმის საქალაქო სასამართლომ მიიღო. არსებული ინფორმაციით, „საყოველთაო ჯანდაცვის“, ასევე „დედათა და ბავშვთა ჯანმრთელობის დაცვის“ პროგრამებში სამედიცინო რეგულირების სააგენტომ დაწესებულება დარღვევები აღმოაჩინა.

გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს სამშობიარო სახლის დირექტორი. ჯუმბერ უნგიაძე ამბობს, რომ წლების განმვლობაში დაწესებულებაში ხარვეზები იყო, თუმცა ამ ეტაპზე ყველა პრობლემა მოგვარებულია. მისივე თქმით, მიმდინარეობს მუშაობა სამშობიაროს სახლის რებრენდინგზე. ბათუმის სამშობიარო სახლის დაჯარიმების შესახებ სრულ ინფორმაციას არ ფლობს სამედიცინო დაწესებულების ყოფილი დირექტორი და ამჟამად ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატი.

რეგულირების სააგენტოს მიერ აღმოჩენილი დარღვევები სწორედ მისი დირექტორობის პერიოდს შეეხება. ლევან ბეჟანიძე აღნიშნავს, რომ საკითხით დაინტერსდება.

ამავე კატეგორიაში