100 ქულიანი სისტემა - საინფორმაციო კამპანია

19 ივნისი 2017, 00:00 7674 ნახვა

შსს-ს 100 ქულიანი სისტემის ამოქმედებასთან დაკავშირებით საინფორმაციო კამპანიას აგრძელებს. საპატრულო პოლიციის თანამშრომლები, მთელი ქვეყნის მასშტაბით, მძღოლებსა და ქვეითებს საინფორმაციო ფლაერებს ურიგებენ.

ბუკლეტებში საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა სისტემასა და უკონტაქტო პატრულირებაზე, ასევე, ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესების გამკაცრებასა და სხვა საკანონმდებლო სიახლეების შესახებ დეტალური ინფორმაციაა მოცემული. საკანონმდებლო ცვლილებები ძალაში 1 ივლისიდან შევა.

ამავე კატეგორიაში