ბათუმში წვიმის შედეგად ქუჩები დაიტბორა

20 ივნისი 2017, 00:00 6217 ნახვა

ძლიერმა  წვიმამ პრობლემები შექმნა ბათუმში. დატბორილია   კომახიძისა და მახარაძის ქუჩები,ასევე საცობია გორგილაძის ქუჩაზე. 

''ბათუმის წყლის '' ინფორმაციით, მობილური ჯგუფები უკვე  ადგილზე იმყოფებიან, თუმცა ამოტუმბვითი სამუშაოების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას.  

პრობლემის შემთხვევაში მოქალაქეებს შეუძლიათ დარეკონ ცხელ ხაზზე: 24-22-22. მერიაში აცხადებენ, რომ ე.წ ჭაობის დასახლებაში აღნიშნულ ქუჩებზე წყლისა და წყალანირების სისტემის რეაბილიტაცია დასრულდა, ხოლო  სანიაღვრე არხების მოწყობა მომავალი წლისთვის  იგეგმება.

ამავე კატეგორიაში