მოსამართლე: არავის მივცემთ უფლებას სასამართლო პროცესების წარმართვას ხელი შეუშალოს

21 ივნისი 2017, 00:00 4156 ნახვა

მოსამართლე: "არავის მივცემთ უფლებას სასამართლო პროცესების წარმართვას ხელი შეუშალოს"

ბათუმის საქალაქო სასამართლოში ე.წ. "ბათუმის მოვლენებზე" დაკავებულთა სასამართლო პროცესის დაწყებამდე საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა მოსამართლე თამარ ბეჟაშვილი, რომელიც დაკავებულების საქმეს განიხილავს. მისი განცხადებით, ის იქნება გარანტი დაკავებულების უფლებების დაცვისა. "პირველი ვიქნები ვინც ბრალდებულების უფლებებს დაიცავს და არავის მივცემ უფლებას სასამართლო პროცესების წარმართვას ხელი შეუშალოს" - განაცხადა ბეჟანიშვილმა. მოსამართლემ ეს განცხადება სასამართლო პროცესის დაწყებამდე გააკეთა.

მისი თქმით, მიუღებელია სასამართლოს შენობასთან პროტესტის ეს ფორმა, რადგან სასამართლოს მუშაობაში ხელი ეშლება.  მოსამართლემ ადვოკატებსაც მიმართა თხოვნით განემარტათ, თუ რას ემსახურება ბრალდებულთა ახლობლების საპროტესტო აქციები. 

11-12 მარტს ბათუმის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებულების ახლობლები აქციას სასამართლოს გარეთ მართავენ, პარალელურად  სასამართლო დარბაზი პროტესტის ნიშნად დატოვა დაკავებულის ახლობლების ნაწილმაც

ქეთევან ჭყონია
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში