დავა საცხოვრებელ სახლზე

24 ივნისი 2017, 00:00 2386 ნახვა

მახინჯაურში, თამარ მეფის ქუჩის 56 ნომერში მცხოვრებლები შენობიდან გამოსახლებას აპროტესტებენ. მათი ინფორმაციით, კორპუსიდან, რომელიც თავდაცვის სამინისტროს ეკუთვნის, უწყების წარმომადგენლები ერთ-ერთ ოჯახის გასახლებას ცდილობენ.

შენობაში, სადაც ყოფილ და მოქმედ სამხედრო პირებს ბინები დროებით სარგებლობაში 2009 წლიდან აქვთ გადაცემული, ჯემალ მუთიძის ოჯახი თვითნებურად შესახლდა. მოსახლეობა შიშობს, რომ კორპუსის დაცლა, შესაძლოა, სხვებსაც მოსთხოვონ. თავდაცვის სამინისტროში სატელევიზიო კომენტარს არ აკეთებენ.

პრესსამსახურში კი განმარტავენ, რომ ერთ-ერთ სამხედრო მოსამსახურეს ბინა დროებით სარგებლობაში ჰქონდა, რომელსაც კონტრაქტის შესაბამისად, საცხოვრებელი თბილისში გადაეცა.  მახინჯაურში, სამხედროების კორპუსში გამოთავისუფლებულ ფართობში სამხედრო პირის ნათესავი შესახლდა. თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საკუთრებაზე ოჯახის პრეტენზიები უსამართლოა.         

ამავე კატეგორიაში