ახალი რეგულაციები სურსათის უვნებლობაში

24 ივნისი 2017, 00:00 2258 ნახვა

პირველი ივლისიდან სურსათის ეროვნული სააგენტოს ახალი რეგულაცია ამოქმედდება, რომლის მიხედვითაც დასახელება “ყველი”-ს გამოყენება მხოლოდ იმ ნაწარმზე იქნება შესაძლებელი, რომელიც რძისგან მზადდება.

რძის ფხვნილისგან დამზადებული ნაწარმის ეტიკეტზე ტერმინი „ყველის“ გამოყენება კი დაუშვებელი გახდება. ასევე ცვლილებები შეეხო „შემცირებული ცხიმშემცველობის მქონე კარაქის“ განმარტებას. მისი გამოყენება შესაძლებელი იქნება კარაქზე, რომელშიც რძის ცხიმის შემცველობა არანაკლებ 39%-ს და არაუმეტეს 79% - ს შეადგენს.

ძალაში რჩება რეგლამენტის მოთხოვნა, რომლითაც, ეტიკეტზე ტერმინი - „კარაქის“ გამოყენება, დაუშვებელია მათ შორის, ბიზნესოპერატორის საფირმო დასახელებაში, თუ პროდუქტი დამზადებულია მცენარეული ცხიმის ან სხვა ცხიმისაგან, გარდა რძის ცხიმისა. ბიზნეს ოპერატორის მიერ აღნიშნული დადგენილებით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შეუსაბამობა გამოიწვევს მათ დაჯარიმებას 400 ლარის ოდენობით, იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით 1 წლის განმავლობაში 1200 ლარის ოდენობის ჯარიმას ითვალისწინებს.

ამავე კატეგორიაში