მზადება მეზღვაურთა დღისათვის

24 ივნისი 2017, 00:00 2671 ნახვა

ხვალ მეზღვაურთა საერთაშორისო დღეა. თარიღთან დაკავშირებით უკვე გაწერილია ღონისძიებები გეგმა, რომლებიც ხვალ ბათუმში გაიმართება. დილიდან, 6 მაისის პარკიდან ქართველ მებრძოლთა საფლავის მიმართულებით მსვლელობა მოეწყობა, სტუდენტები საფლავს გვირგვინით შეამკობენ.

ევროპის მოედანზე მოეწყობა გამოფენა, 18 საათზე კი ჯაზ - ბენდი  ,,ასეა სოულ”  კონცერტს გამართავს. ღონისძიებების ციკლს უერთდება ბათუმის დელფინარიუმი, ასევე ბოტანიკური ბაღი. სპეციალურად მეზღვაურებისთვის, დელფინების შოუ გაიმართება, ხელოვნების სახელმწიფო მუზეუმში მარინისტული პეიზაჟების გამოფენა მოეწყობა. ღონისძიებები  დღის ბოლოს ფეირვერკით დასრულდება. მეზღვაურთა დღე საქართველოში 7 წელია აღინიშნება.  

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში