საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია

25 ივნისი 2017, 00:00 1844 ნახვა

შს სამინისტრო აგრძელებს საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების ფართომასშტაბიან კამპანიას - „შენი გულისთვის, შენი უსაფრთხოებისთვის“. კამპანიის ფარგლებში, ბათუმი - ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბი და ბათუმის პორტის კედლის ერთ-ერთი მონაკვეთი სტრიტ - არტის სტილით მოიხატა.

ხელოვანმა, ირაკლი ადეიშვილმა, საზღვაო სეზონის დადგომასთან დაკავშირებით, გვირაბის ორივე მხარეს და ბათუმის პორტის კედელზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანიის ლოგო - საგზაო ნიშნებით დაფარული გული და სლოგანი დახატა.

ამავე კატეგორიაში