ჯილდო ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის

25 ივნისი 2017, 00:00 2769 ნახვა

პირველად ზღვაზე ჩადენილი სიმამაცისთვის მამა ილია კარტოზიას სახელობის ჯილდო გადაეცა როსტომ ცერცვაძეს და ეკიპაჟის წევრებს, რომლებმაც 17 აპრილს იტალიაში კუნძულ ლამპედუზადან 80 მილის მოშორებით 200 მიგრანტი დაღუპვას გადაარჩინეს.

ნაოსნობაში შეტანილი წვლილისთვის დაჯილდოვდნენ სხვამეზღვაურებიც. საზღვაო - საგანმანათლებლო სფეროში მოღვაწეობისა და დამსახურებისთვის ემერიტუსის წოდება მიენიჭა ბათუმის სახელმწიფო საზღვაო აკადემიის ლექტორებს. საზღვაო აკადემიის პირველ კურსელ ლუკა სალუქვაძეს კი ერთწლიანი სტიპენდია გადაეცა, ხოლო მეოთხე კურსელ გოგი თურმანიძეს დამამთავრებელი კურსის სწავლა დაუფინანსდება.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში