11-12 მარტის აქციებთან კავშირში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია მე-6 დღეა შიმშილობს

26 ივნისი 2017, 00:00 3262 ნახვა

11-12 მარტის აქციებთან კავშირში ბრალდებული ირაკლი ჩხვირკია მე-6 დღეა შიმშილობს. ამის შესახებ ინფორმაცია ჟურნალისტებს, დაკავებულის ადვოკატმა  მიაწოდა. გოგა ონიანი აცხადებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა  შიმშილობა პროტესტისა და ციხეში არსებული მძიმე მდგომარეობის გამო დაიწყო. 

მისი თქმით, ირაკლი ჩხვირკიასთან საკანში ოთხის  ნაცვლად, ექვსი პატიმარი იმყოფება. 11-12 მარტის ბათუმის მოვლენებთან კავშირში ბრალდებულის კიდე ერთი ადვოკატი აცხადებს, რომ არსებული მდგომარეობის შესახებ დაზუსტებულ ინფორმაცია არ ფლობს.  ბარლდებულთან  შეხვედრას კი ხვალ გეგმავს. 

სასჯელაღსრულების სამინისტროის ინფორმაციით კი, ირაკლი ჩხვირკია შიმშილობის გამოცხადების დღიდან, სამარტოო საკანში იმყოფება. უწყების განმარტებით, მისი ჯანმრთელობა სტაბილურია და მუდმივი მეთვალყურეობის ქვეშ იმყოფება.

 

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე  სისიხლის სამართლის კოდექსის 225-ი მუხლით აღძრა, რაც  მასობრივი არეულობის ორგანიზეაბასა და მის ხელმძღვანელობას გულისმხობს.

 

ამავე კატეგორიაში